ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის განხილვას გეგმავენ
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 115
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 29-30 აგვისტოს კოპენჰაგენში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს განიხილავენ. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„კოპენჰაგენში აგვისტოს ბოლოს არაფორმალური შეხვედრის დროს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სანქციების ახალ პაკეტს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“, – განაცხადა დიპლომატმა.
როგორც მედია წერს, წყარომ დააზუსტა, რომ ღონისძიების დღის წესრიგში გამოყოფილი იქნება ცალკე პუნქტი რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების განხილვისთვის, კერძოდ სანქციებისა და რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლის გზით.
„ახლა მე-19 სანქციების პაკეტის პროექტზე მუშაობს ევროკომისია და კერძოდ ევროპის საგარეო საქმეთა სამსახური“, – აღნიშნა წყარომ ანონიმურობის დაცვით.

No article in the selected categories