ზელენსკი ტრამპს ვაშინგტონში შეხვდება

 ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"ხანგრძლივი, შინაარსიანი საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, თავდაპირველად პირისპირ, შემდეგ კი ევროპელი ლიდერების მონაწილეობით. სულ საათ-ნახევარზე მეტი ვისაუბრეთ, დაახლოებით ერთი საათი პრეზიდენტ ტრამპთან.

უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა მშვიდობის გულისთვის მაქსიმალურად პროდუქტიულად იმუშაოს. პრეზიდენტმა ტრამპმა მაცნობა რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის, საუბრის ძირითადი საკითხების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ძალამ გავლენა მოახდინოს სიტუაციის განვითარებაზე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინა-ამერიკის-რუსეთის სამმხრივი შეხვედრის შესახებ. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ ძირითადი საკითხების განხილვა ლიდერების დონეზე შეიძლება და სამმხრივი ფორმატი ამისთვის შესაფერისია.
ორშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან ერთად განვიხილავ ყველა დეტალს მკვლელობების დასრულების, ომის დამთავრების შესახებ. გმადლობთ მოწვევისთვის.

მნიშვნელოვანია, რომ საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ევროპელები ჩართულნი იყვნენ ყველა ეტაპზე ამერიკასთან ერთად. ჩვენ განვიხილეთ ამერიკული მხარის დადებითი სიგნალები უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პოზიციების კოორდინაციას ყველა პარტნიორთან. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება!"