რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას - ზელენსკი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 153
რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა:
„ვხედავთ, რომ რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს. ეს ართულებს ვითარებას. თუ მათ არ აქვთ ნება, შეასრულონ დარტყმების შეჩერების მარტივი ბრძანება, შესაძლოა, დიდი ძალისხმევა გახდეს საჭირო, რომ რუსეთს გაუჩნდეს უფრო მეტის შესრულების ნება, კერძოდ იცხოვროს მშვიდობიანად მეზობლებთან ათწლეულების განმავლობაში. მაგრამ ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. მკვლელობების შეჩერება ომის დასრულების საკვანძო ელემენტია“, -წერს ვოლოდიმირზელენსკი სოციალურ ქსელ X-ში, სადაც მადლობას უხდის ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებს მხარდაჭერისთვის.
ამასთან, უკრაინის ლიდერი მადლობას უხდის დონალდ ტრამპს ორშაბათს ვაშინგტონში მიწვევისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ ყველა თანხმდება – საჭიროა ლიდერების დონეზე საუბარი ყველა დეტალის გასარკვევად და იმის დასადგენად, რა ნაბიჯებია აუცილებელი და ეფექტიანი“, – წერს ზელენსკი.

No article in the selected categories