ვაშენებთ უკრაინას, რომელსაც ექნება საკმარისი ძალა, რომ იცხოვროს უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, ასეთი მიზნისთვის ღირს ცხოვრება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 145
ვაშენებთ უკრაინას, რომელსაც ექნება საკმარისი ძალა, რომ იცხოვროს უსაფრთხოდ და მშვიდობიანად, რათა ამ მოედანზე, ჩვენი დამოუკიდებლობის მოედანზე, მათი დროშების ქვეშ, მათ მიწაზე, ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე მშვიდობის ქვეშ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც უკრაინის მოსახლეობისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მაიდანიდან გაავრცელა:
"უკრაინელების შთამომავლები ასი წლის შემდეგაც ამ მოედანზე იდგებიან და პატივისცემას და მადლიერებას გამოხატავენ ყველას მიმართ ვინც უკრაინა დამოუკიდებლობისთვის ომში დაიცვა, ვინც მტკიცედ იდგა, ვინც შეძლო, ვინც გაიმარჯვა.
ასეთი მიზნისთვის ღირს ცხოვრება. სწორედ ამის მომხრე ვართ. გილოცავთ ამ დღესასწაულს, დიდი ქვეყნის დიდებულო ხალხო!“

No article in the selected categories