ნეპალის მთავრობა გაიქცა
- Details
- By ანი სარდლიშვილი
- Hits: 64
ნეპალი პროტესტმა მთავრობის კორუფციისა და ნეპოტიზმის გამო მოიცვა. ათასობით ახალგაზრდა მესამე დღეა, ქუჩაში დგას. პროტესტის უწყვეტმა ტალღამ მთავრობა ისე შეაშინა, რომ აქციების მეორე დღესვე დედაქალაქი მინისტრთა კაბინეტის წევრებმა ვერტმფრენით დატოვეს და გაიქცნენ. პრემიერ-მინისტრი გადადგა, მას მიჰყვა შინაგან საქმეთა მინისტრიც, უცნობია, სად არის გაქცეული დანარჩენი მთავრობა, ამიტომ ქვეყანაში ახლა პოლიტიკური ვაკუუმია.
ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში კომენდანტის საათია გამოცხადებული. სამხედროები პროტესტის ეპიცენტრში პოლიციასთან ერთად ჩააყენეს. გადამწვარია ნეპალის პარლამენტის შენობა და ექსპრემიერის რეზიდენცია. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შეტაკებებს მინიმუმ 19 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია ასობით მომიტინგე.
სოციალური ქსელების აკრძალვის წინააღმდეგ დაწყებული პროტესტი საბოლოოდ კორუფციის წინაღმდეგ ბრძოლაში გარდაისახა. ქვეყანაში წლებია გროვდება უკმაყოფილება უკიდურესი სიღარიბის გამო, მაშინ როცა მაღალჩინოსნების შვილები მდიდრულად ცხოვრობენ. ნეპალის Gen Z-ის თაობა ნეპალის ქუჩებში გამოვიდა. ვრცელდება კადრები, როგორ ჩააგდეს აქტივისტებმა მდინარეში ფინანსთა მინისტრი. ახლა მთავარი მოთხოვნა პარლამენტის დაშლა და ახალი მთავრობის ფორმირებაა.

No article in the selected categories