ევროპარლამენტმა პალესტინის აღიარებას მხარი დაუჭრია

ევროპარლამენტმა მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას მხარი 305-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა 151-მა პარლამენტარმა მისცა. თავი შეიკავა 122-მა პოლიტიკოსმა. როგორც გადაწყვეტილების მხარდამჭერები აცხადებენ, ეს არა ისრაელის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, არამედ “ორი სახელმწიფოს გამოსავლისადმი” ევროპარლამენტის ერთგულების კიდევ ერთი დასტურია.

რეზოლუციაში მკაფიოდ წერია, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა ნეთანიაჰუს ხელისუფლებას ღაზაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამასთან, ჰამასისგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დატყვევებული ისრაელელი. რეზოლუციაში ვერ მოხვდა სიტყვა “გენოციდი”, რომლის გატანასაც ევროპარლამენტარების ნაწილი ითხოვდა.