ევროპარლამენტი უკრაინისთვის €90-მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცებას კენჭს ხვალ უყრის
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 52
ევროპარლამენტი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისა და სტაბილიზაციის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი მასშტაბური, 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის დამტკიცების საკითხზე გადაწყვეტილებას ოთხშაბათს, 11 თებერვალს მიიღებს.
მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ კენჭისყრის თავდაპირველ თარიღაც 24 თებერვალი იყო შერჩეული, როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 წლისთავი. თუმცა ბრიუსელში განაცხადეს, რომ ომში მყოფი ქვეყნისთვის დახმარების გაწევის გადავადება ვეღარ მოხერხდებოდა, რადგან ოფიციალურ კიევს დახმარება დროულად ესაჭიროებოდა.
შესაბამისად, ევროპარლამენტის მემარჯვენე და მემარცხენე ცენტრისტული პარტიები, ასევე ლიბერალური ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ ხმის მიცემის პროცესი გადმოეწიათ. როგორც პარტიების ლიდერები აცხადებენ, მათ აქვთ ხმათა საკმარისი რაოდენობა, რათა უზრუნველყონ გადაწყვეტილების დამტკიცება, რის შემდეგაც უკრაინა $97.8 მილიარდი დოლარის დახმარებას ეტაპობრივად მიიღებს. შეგახსენებთ, ეს არის უპროცენტო სესხი, რომლის დაფარვაც უკრაინას ომის დასრულებამდე არ მოუწევს.
არსებული ინფორმაციით, უკრაინას ბრძოლის გაგრძელებისა და ეკონომიკის შენარჩუნებისთვის ფინანსური რესურსი 2026 წლის აპრილში ეწურება, შესაბამისად, ევროპარლამენტის მიერ გადაწყვეტილების ოფიციალურად მხარდაჭერა და დამტკიცება ოფიციალური კიევისთვის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნად მიიჩნევა. ბრიუსელში აცხადებენ, რომ რომ არა დახმარების ეს ახალი პაკეტი, უკრაინა კატასტროფულ ვითარებაში აღმოჩნდებოდა. ვითარებაში, რომელსაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოეტანა კონფლიქტში მყოფი ქვეყნისა და ომის მიმდინარეობისთვის.
No article in the selected categories
