უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს ჟენევაში გაიმართება
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 57
კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 17-18 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პესკოვის თქმით, რუსულ დელეგაციას მოლაპარაკებებზე პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს.
„ამჯერად რუსულ დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს“, - განაცხადა პესკოვმა.
ინფორმაცია დაადასტურა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ, რუსტემ უმეროვმა. უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში შევლენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი, მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სერგეი კისლიცა და სხვები.
No article in the selected categories
