ამერიკელებისთვის ჩვენი სახლი, შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით - მარკო რუბიო

ამერიკა ახალი საუკუნის კეთილდღეობის გზას ადგას, ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს ამის გაკეთება ჩვენს ძვირფას მოკავშირეებთან და უძველეს მეგობრებთან, ევროპასთან ერთად, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტრანსატლანტიკური ეპოქის დასასრულის მომასწავებელი სათაურების ეპოქაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ამ ეპოქის დასრულების მიზანი და სურვილი აშშ-ს არ აქვს.

„უპირველეს ყოვლისა, გვინდა ალიანსი, რომელიც დაფუძნებულია აღიარებაზე, რომ ჩვენ, დასავლეთმა, ერთად მივიღეთ მემკვიდრეობა. რაც ერთად მივიღეთ, არის უნიკალური, გამორჩეული და შეუცვლელი, ეს, ბოლოს და ბოლოს, ტრანსატლანტიკური კავშირის საფუძველია. ამ გზით ერთად მოქმედება არა მხოლოდ ხელს შეუწყობს საღი საგარეო პოლიტიკის აღდგენას, არამედ აღადგენს ჩვენთვის საკუთარი თავის მკაფიო შეგრძნებას. ის აღადგენს ადგილს მსოფლიოში და ამით გაკიცხავს და შეაკავებს ცივილიზაციური ძალებს, რომლებიც დღეს როგორც ამერიკას, ასევე ევროპას ემუქრებიან. ასე რომ, ტრანსატლანტიკური ეპოქის დასასრულის მომასწავებელი სათაურების ეპოქაში ყველასთვის ცნობილი და ცხადი უნდა იყოს, რომ ეს არც ჩვენი მიზანია და არც ჩვენი სურვილი. ამერიკელებისთვის ჩვენი სახლი, შეიძლება, დასავლეთ ნახევარსფეროში იყოს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ევროპის შვილები ვიქნებით. ჩვენი ისტორია დაიწყო იტალიელი მკვლევარით, რომლის თავგადასავალმაც უცნობ სამყაროში ახალი სამყაროს აღმოსაჩენად ამერიკაში ქრისტიანობა მოიტანა, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი ერის წარმოსახვა. ჩვენი პირველი კოლონიები აშენდა ინგლისელი კოლონისტების მიერ, რომელთა არა მხოლოდ ენა, რომელზეც ვსაუბრობთ, არამედ მთელი ჩვენი პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემა გვეკუთვნის.

ჩვენი საზღვრები შოტლანდიელ-ირლანდიელებმა ჩამოაყალიბეს, ოლსტერის მთებიდან ამ ამაყმა, მამაცმა კლანმა, რომელმაც მოგვცა დეივი კროკეტი, მარკ ტვენი, ტედი რუზველტი და ნილ არმსტრონგი. ჩვენი დიდი შუა დასავლეთის გული გერმანელმა ფერმერებმა და ხელოსნებმა ააშენეს, რომლებმაც ცარიელი ვაკეები გლობალურ სასოფლო-სამეურნეო ცენტრად აქციეს და, სხვათა შორის, მკვეთრად გააუმჯობესეს ამერიკული ლუდის ხარისხი. ჩვენი გაფართოება ქვეყნის შიგნით ფრანგი ბეწვით მოვაჭრეებისა და მკვლევარების კვალს მიჰყვა. მათი სახელები დღემდე ამშვენებს ქუჩების აბრებსა და ქალაქების სახელებს მისისიპის ველის მასშტაბით. ჩვენი ცხენები, ჩვენი რანჩოები, ჩვენი როდეოები, კოვბოის არქეტიპის მთელი რომანტიკა, რომელიც ამერიკული დასავლეთის სინონიმი გახდა.

მათ ვერასდროს წარმოედგინათ, რომ 250 წლის შემდეგ მათი ერთ-ერთი პირდაპირი შთამომავალი დღეს აქ, ამ კონტინენტზე დაბრუნდებოდა, როგორც ამ ახალგაზრდა ერის (აშშ) მთავარი დიპლომატი. აქ ჩემივე ისტორია მახსენებს, რომ ჩვენი ისტორიებიც და ჩვენი ბედიც ყოველთვის დაკავშირებული იქნება. დღეს აქ ვარ, რათა ნათლად განვაცხადო, რომ ამერიკა ახალი საუკუნის კეთილდღეობის გზას ადგას და ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს ამის გაკეთება თქვენთან, ჩვენს ძვირფას მოკავშირეებთან და უძველეს მეგობრებთან ერთად. ჩვენ გვსურს ამის გაკეთება თქვენთან ერთად, ევროპასთან ერთად, რომელიც ამაყობს თავისი მემკვიდრეობითა და ისტორიით; ევროპასთან, რომელსაც აქვს შექმნისა და თავისუფლების სული, რომელმაც გემები გაუშვა უცნობ ზღვებში და შვა ჩვენი ცივილიზაცია; ევროპასთან, რომელსაც აქვს თავდაცვის საშუალებები და გადარჩენის ნება. ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ გასულ საუკუნეში, მაგრამ ახლა უნდა შევხვდეთ და მივიღოთ ახლის შესაძლებლობები, რადგან გუშინდელი დღე დასრულდა, მომავალი გარდაუვალია და ჩვენი ბედი ერთად გველოდება“, – განაცხადა მარკო რუბიომ.