აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ტარიფების უდიდესი ნაწილი გააუქმა
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 43
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფების უდიდესი ნაწილი გააუქმა.
6 ხმით 3-ის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების აქტი (IEEPA), რომელსაც პრეზიდენტი ეყრდნობოდა, მას იმპორტზე გადასახადების თვითნებურად დაწესების უფლებას არ აძლევდა.
სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციისთვის უმძიმესი დარტყმას წარმოადგენს, რადგან ტარიფები მისი ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედია.
მთავარმა მოსამართლე ჯონ რობერტსმა, რომელმაც სასამართლოს უმრავლესობის აზრი ჩამოაყალიბა, განმარტა, რომ IEEPA პრეზიდენტს აძლევს უფლებას „დაარეგულიროს იმპორტი“ ეროვნული საგანგებო მდგომარეობის დროს, მაგრამ მასში ნახსენები არ არის გადასახადების ან ტარიფების დაწესების თვითნებური უფლებამოსილება.
სასამართლოს პოზიციით, კონგრესს არ გადაუცია პრეზიდენტისთვის უფლება, ცალმხრივად დააწესოს ნებისმიერი მოცულობის გადასახადი, ნებისმიერ ქვეყანაზე, ნებისმიერ დროს.
გაუქმებული ტარიფების სიაში მოხვდა თითქმის ყველა ის ბაჟი, რომელიც ტრამპმა თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ დააწესა, მათ შორის გლობალური “საპასუხო ტარიფები” და ანტინარკოტიკული ტარიფები მექსიკის, კანადისა და ჩინეთის წინააღმდეგ.
ეს გადაწყვეტილება სრულად აბათილებს ტრამპის გეგმას, რომლის მიხედვითაც, ტარიფებიდან მიღებული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადს ჩაანაცვლებდა და სავაჭრო დეფიციტს შეამცირებდა.
No article in the selected categories
