ირანთან ომი მალე დასრულდება, რადგან პრაქტიკულად არაფერი დარჩა სამიზნედ - ტრამპი

ირანთან ომი „მალე“ დასრულდება, რადგან „პრაქტიკულად არაფერი დარჩა სამიზნედ“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსს“ განუცხადა.

„როცა მენდომება, რომ დასრულდეს, დამთავრდება. ომი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ გრაფიკს გაცილებით ვასწრებთ. ჩვენ მათ იმაზე მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე წარმოგვედგინა, თუნდაც თავდაპირველი ექვსკვირიანი პერიოდის განმავლობაში.“, – აღნიშნა ტრამპმა.

„აქსიოსის“ თანახმად, აშშ-მა მიიღო სადაზვერო ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანმა დაიწყო ნაღმების დადება ჰორმუზის სრუტეში – ნავთობით მომარაგების ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ წერტილში. ოფიციალური პირების თქმით, გაურკვეველია, რამდენი ნაღმი განათავსა ირანმა, თუმცა, არსებული შეფასებით, ეს რიცხვი ძალიან მცირეა. ტრამპმა „აქსიოსს“ დაუდასტურა, რომ აშშ-ის მიერ განხორციელებულმა დარტყმებმა ნაღმის დამდები 16 ნავი გაანადგურა და ირანის გეგმები ჩაშალა.