უკრაინის დელეგაცია სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შესახვედრად აშშ-ში ჩავიდა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 133
უკრაინის დელეგაცია სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შესახვედრად აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის დელეგაციის შეხვედრა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან დღეს, 21 მარტს მაიამიში გაიმართება.
მედიის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციაში შედიან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცია და საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია.
იქამდე კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები დაასახელა.
მისი თქმით, ძირითად საკითხებს შორისაა: 1. მომზადება მომავალი სამმხრივი მოლაპარაკებისთვის ომის შესაძლო დასრულების შესახებ, მათ შორის რუსეთის დელეგაციის მონაწილეობით; 2. უკრაინისთვის იარაღის შეძენა; 3. „დრონების შეთანხმება“, რაც გულისხმობს, აშშ-თან შეთანხმების გაფორმებას, რომლის ფარგლებშიც კიევი შეძლებს, გაუზიაროს ვაშინგტონს ბრძოლაში გამოცდილი ტექნოლოგიები დრონებისგან თავის დასაცავად, სანაცვლოდ კი უკრაინისთვის დეფიციტურ დაცვის სისტემებს მიიღებს, მათ შორის, ბალისტიკურ რაკეტებს და უსაფრთხოების გარანტიებს.
No article in the selected categories
