ვოლოდიმირ ზელენსკი იორდანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იორდანიაში იმყოფება. ზელენსკიმ იორდანიაში ჩასვლის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საკითხი პრიორიტეტულია.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტნიორმა ჩადოს საჭირო ძალისხმევა ამ მიმართულებით. უკრაინა თავის წილს აკეთებს“, – აღნიშნავს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, წინ კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრებია.

როგორც „ბიბისი“ წერს, ვოლოდიმირ ზელენსკი რეგიონში ურთიერთობების განმტკიცებას ცდილობს. მან უკვე მოინახულა კატარი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

უკრაინის პრეზიდენტმა საუდის არაბეთსა და კატართან უპილოტო საფრენი აპარატებისგან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებებს მოაწერა ხელი.