ირანში ჩამოგდებული ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის წევრი უსაფრთხოდ და კარგადაა - ტრამპი
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 215
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკარგული ამერიკელი ჯარისკაცი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს:
„ჩვენ ის ვიპოვეთ! ჩემო თანამემამულენო, ამერიკელებო, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში შეერთებული შტატების სამხედროებმა განახორციელეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში.
ის ირანის რთულ მთიან რეგიონში იმყოფებოდა და მტრები მასზე ნადირობდნენ, თუმცა აშშ-ის სამხედროები მის ადგილსამყოფელს 24 საათის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
დიდი სიხარულით ვიტყობინები, რომ ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ახლა უსაფრთხოდ და კარგადაა."
ცნობისთვის, ამერიკული ეფ-15-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ირანში 3 აპრილს ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა.
No article in the selected categories
