ჯეი დი ვენსი ბუდაპეშტშია

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ვიზიტი უნგრეთში დაიწყო.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ბუდაპეშტის აეროპორტში დაეშვა. ვენსს აეროპორტში უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო დახვდა.

„ასეთი რამ ბოლოს ბუდაპეშტში 35 წლის წინ მოხდა: ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთში ჩამოვიდა“, - წერს სიიარტო სოციალურ ქსელში.