უნგრეთში საარჩევნო უბნები დაიხურა
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 106
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებისთვის გახსნილი საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცესი იწყება.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 6:00 საათზე გაიხსნა.
არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობდა, თუმცა მთავარი ბრძოლა მმართველ პარტია "ფიდესსა" და ოპოზიციურ "ტისას" შორის მიმდინარეობს.
საერთაშორისო მედიის მონაცემებით, ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა — 17:30 საათის მონაცემებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 77,80%-ია. 2022 წელს იგივე დროს ამომრჩეველთა აქტივობა 67,80% იყო, 2018-ში კი 68,13%
No article in the selected categories
