"უნგრეთმა თავისი არჩევანი გააკეთა და ჩვენ ამ არჩევანს პატივს ვცემთ" - კრემლი
- Details
- By ია გრიგალაშვილი
- Hits: 47
კრემლის განცხადებით, რუსეთს უნგრეთის ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან "უაღრესად პრაგმატული კავშირების" გაგრძელების იმედი აქვს.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის ახლო პარტნიორი, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საპარლამენტო არჩევნებში ახალბედა კონკურენტმა პეტერ მადიარმა დაამარცხა.
"უნგრეთმა თავისი არჩევანი გააკეთა და ჩვენ ამ არჩევანს პატივს ვცემთ. მოუთმენლად ველით უნგრეთის ახალ ხელმძღვანელობასთან ჩვენი უაღრესად პრაგმატული თანამშრომლობის გაგრძელებას.
ყურადღება მივაქციეთ მადიარის განცხადებას დიალოგისთვის მზადყოფნის შესახებ. ბუნებრივია, ეს სასარგებლო იქნება როგორც მოსკოვისთვის, ისე ბუდაპეშტისთვის", - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
ორბანი ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფასბლოკავდა. მან კიევი თავისი ქვეყნისთვის რუსული ნავთობის მიწოდების საბოტაჟშიდაადანაშაულა (რაც უკრაინამ უარყო). ამასთან, ის აფერხებდა და ხშირად ეწინააღმდეგებოდარუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესებას.
ამასთან, უკრაინაში მოსკოვის ომის მიუხედავად (რაშიც, ორბანის თქმით, მას თავისი ქვეყნისჩათრევა არ სურდა), უნგრეთი რუსეთისგან ნავთობისა და გაზის ყიდვას კვლავ განაგრძობდა. გარდა ამისა, მოსკოვი უნგრეთისთვის ახალ ატომურ ელექტროსადგურს აშენებს.
No article in the selected categories
