თურქეთში მოსწავლემ სკოლაში ცეცხლი გახსნა - მოკლულია მასწავლებელი და 3 მოსწავლე

თურქეთის ქაჰრამანმარაშის პროვინციის ერთ-ერთ სკოლაში სროლა იყო - როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. დაღუპულებს შორის ერთი მასწავლებელი და სამი მოსწავლეა.

ქაჰრამანმარაშის პროვინციის გუბერნატორი, მუკერემ უნლუერი აცხადებს, თავდამსხმელი იმავე სკოლის მერვე კლასის მოსწავლეა, რომელმაც მომხდარის შემდეგ თავი მოიკლა. 

წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელის სამიზნე მეხუთე კლასის მოსწავლეები იყვნენ. ქაჰრამანმარაშის პროვინციის გუბერნატორის თქმით, თავდამსხმელმა თავდასხმა 5 იარაღით და 7 მჭიდით განახორციელა.

გუბერნატორი ამბობს, რომ  სავარაუდოდ, თავდამსხმელმა, რომლის მამაც ყოფილი პოლიციელი იყო, მამის კუთვნილი იარაღები გამოიყენა. 

შეგახსნებეთ, რომ ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში თურქეთის სკოლებში შეიარაღებული თავდასხმის მეორე შემთხვევაა. გუშინ შანლიურფის პროვინციის ერთ-ერთ სკოლაში ყოფილმა მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაშავდა, ხოლო თავდამსხმელმა თავი მოიკლა.