რუსეთს არ მივცემთ უკრაინის გაყოფის მეორე მცდელობის შესაძლებლობას - ზელენსკი

ჩვენ რუსეთს არ მივცემთ უკრაინის გაყოფის მეორე მცდელობის შესაძლებლობას, რადგან მეორე სადაც არის, იქ არის მესამეც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა:

„ყველა ხედავს პუტინის ტაქტიკას: მას ეშინია სანქციების და ყველაფერს აკეთებს მათგან თავის დასაღწევად, მას სურს ომსა და მკვლელობებში პაუზა ჩვენი მიწების ოკუპაციის ლეგალიზაციაზე გაცვალოს. მას სურს ტერიტორიული ნადავლის მეორედ მიღება. მას ყირიმის აღების უფლება მისცეს და ამან დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია გამოიწვია. მას პრევენციული სასჯელი არ მიუღია, როდესაც ჩვენს საზღვრებზე კონტინგენტი შეკრიბა, ამან სრულმასშტაბიანი ომი და უკრაინის მეტი ნაწილის ოკუპაცია გამოიწვია. ახლა პუტინს სურს, რომ მას აპატიონ ჩვენი ხერსონის რეგიონის სამხრეთის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის რეგიონის მთელი ტერიტორიის, დონეცკის რეგიონის, ყირიმის მიტაცება. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსეთმა უკრაინის გაყოფის ეს მეორე მცდელობა განახორციელოს. ჩვენ ვიცით, როგორია რუსეთი, სადაც მეორეა, იქ მესამეც არის. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ მკაფიო უკრაინულ პოზიციებზე. ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დავასრულოთ, რომელიც დაფუძნებული იქნება მკაფიო, საიმედო უსაფრთხოების არქიტექტურაზე. პარტნიორები მზად არიან, დაგვეხმარონ ამაში.. 

ვლადიმერ პუტინი ცდილობს, ადამიანების მკვლელობების დასრულება ყველაზე მაღალ ფასად გაყიდოს. 

მნიშვნელოვანია, რომ ამით არავინ მოტყუვდეს. საჭიროა არა მკვლელობების შეჩერება, არამედ რეალური, გრძელვადიანი მშვიდობა; არა ცეცხლის შეწყვეტა რამდენიმე თვის შემდეგ, არამედ დაუყოვნებლივ. პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა ეს და მე აბსოლუტურად ვუჭერ მხარს ამას.

უკრაინა მხარს უჭერდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყველა წინადადებას“.