თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, ვიცემერობის კანდიდატთან ალეკო ელისაშვილთან და ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ნიკა ჩერქეზიშვილთან ერთად, ნაძალადევის ქუჩებში, მოსახლეობას შეხვდა და არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.
უსაფრთხო გარემო თბილისის ყველა უბანში, ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისები და 200 000 სამუშაო ადგილი - ეს არის ის სამი პრიორიტეტი, რომელზეც "ძლიერი საქართველო - ლელოს" გუნდს ექნება სწორება მომავალ სამოქმედო გეგმაში!