თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე სამგორისა და ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო - ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირაკლი კუპრაძე პირადად ეცნობა მოქალაქეების პრობლემებს, რომლის მოგვარებაც მერად არჩევის შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი იქნება:
„თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს. ორი პროდასავლური ოპოზიციური პარტიის ერთიან კანდიდატს, ისნის შემდეგ, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა სამგორისა და ვარკეთილის მოსახლეობასთან ჰქონდა. ირაკლი კუპრაძე პირადად ეცნობა მოქალაქეების პრობლემებს, რომლის მოგვარებაც მერად არჩევის შემთხვევაში მთავარი პრიორიტეტი იქნება. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი კუპრაძე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ყველა უბანში მივა და ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობას შეხვდება“