საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.
დოკუმენტი, რომელიც 430-გვერდიანია, ბიუროს სხდომის შემდეგ პლენარულ სხდომას წარედგინება.
კომისიის წევრის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ექვსი თვის განმავლობაში ქართულმა საზოგადოებამ საკმარისზე მეტი მტკიცებულება ნახა, რათა „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, როგორც რეჟიმი, ქართულ პოლიტიკაში არ არსებობდნენ.
„ამას ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ნახავს დასკვნაში, რომელსაც სესიაზე გამოვიტანთ. იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სარჩელის შემდგომ საკონსტიტუციო სასამართლოს ბევრი მსჯელობა არ დასჭირდება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის ე.წ. პოლიტიკური პარტია და მისი ფილიალები, რომლებიც რეჟიმებს ქმნიდნენ, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლო დანაშაულებრივ რეჟიმებს უწოდებდა, ქართულ პოლიტიკაში არ უნდა არსებობდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.