მოსამართლემ ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო

9 თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლებული ნიკა კაციას განცხადებით, ის დღეს, მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდება. 

მისი თქმით, მანამდე მისი პირველი ამოცანაა, რომ სასამართლოს ეზოში შეკრებილ თანამებრძოლებს ჩაეხუტოს. 

"პირველი ვიკა ბუკიასთან მივდივარ და აუცილებლად [აქციაზე მივალ].

უბრალოდ უნდა მოვწესრიგდე, რომ ცოტა ადამიანს დავემსგავო. მართლა პირველი ამოცანა მაქვს ახლა, რომ ვინც დგას ყველას უნდა ჩავეხუტო," - განაცხადა ნიკა კაციამ. 

ჟურნალისტმა კოლეგებს მადლობა გადაუხადა და არ გამორიცხა, რომ ე.წ. მოწმე პოლიციელებისა და "ნარკოტიკების ჩამდებების" წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს. 

მონების მბრძანებელი, ბოროტი ბიძინა - თქვა პირველი სატელევიზიო ინტერვიუს დროს ნიკა კაციამ.  

აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნიკა კაცია მოსამართლემ წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.