გვაინტერესებს, შეგიძლიათ თუ არა გააკეთოთ უფრო მეტი?! - სალომე ზურაბიშვილმა ჰელსინკის კომისიის სხდომაზე

ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სანქციების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მოსმენაზე, სადაც მომხსენებლები სალომე ზურაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ლუკ კოფი იყვნენ, პრეზიდენტს  "მეგობარი აქტის" თანასპონსორმა, ვეისმა ჰკითხა,  როგორ დაეხმარება ეს კანონმდებლობა საქართველოს.

ამასთან თავის მხრივ აღნიშნა, რომ  "მეგობარი აქტი" კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს პასუხისმგებლობას აკისრებს და ამავდროულად ადასტურებს შტატების მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.

სხდომა სახელწოდებით - პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა გახსნა.

"თუ რამე აძლევს ქართველ ხალხს მოტივაციას, ეს უსამართლობა და სამართლიანობაა. ისინი ჩვენი პარტნიორებისგან ვერ ხედავენ, რომ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რაც საქართველოში ხდება, ამ ტრაგედიებზე და თავისუფლების შეზღუდვაზე, რომ ამ დრომდე პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.  

ლიმიტირებული სანქციები დაწესდა, თუმცა საზოგადოებაში ფართოდ არის განცდა, რომ ეს ადამიანები აგრძელებენ მათი პრივილეგიებით სარგებლობას, აგრძელებენ მოგზაურობას, აგრძელებენ უზარმაზარი რაოდენობის თანხის დახარჯვას.

ამიტომ, რიგით მოქალაქეებს აინტერესებთ, ჩვენი ძლიერ  პარტნიორებს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში არ შეუძლიათ, რომ გააკეთონ უფრო მეტი, იმის საპასუხოდ, რაც აქამდე გააკეთეს"- თქვა კითხვის საპასუხოდ ზურაბიშვილმა.