კახა კალაძის შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ფილარმონიიდან“ კახა კალაძის შტაბის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

მანამდე, მოქალაქეები „ფილარმონიასთან” მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მეგი დიასამიძის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. ამასთან, მოქალაქეები სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ აქციების დროს სხვა დაკავებულებს. 

პროტესტის მონაწილეები კახა კალაძისსაარჩევნო შტაბის შემდეგ, ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.

აქცია ასევე მიმდინარეობს სუს-ის შენობასთან, სადაც დღეს ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა მიიყვანეს.