პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხორვატიის პრეზიდენტს, ზორან მილანოვიჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ზორან მილანოვიჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

 

მხარეებმა საქართველოსა და ხორვატიას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო–ხორვატიას შორის სავაჭრო ურთიერთობების დადებით დინამიკას და ამ მიმართულებით კავშირების გაღრმავების

შესაძლებლობებს.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ტურიზმის, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ხორვატიის ურთიერთობების სიმტკიცე. 

 

„ჩემთვის პატივია, რომ ვუმასპინძლე ხორვატიის პრეზიდენტს ზორან მილანოვიჩს საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ჩვენმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსა და ხორვატიის ურთიერთობების სიმტკიცე და საერთო ერთგულება პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისადმი“, - წერს ირაკლი კობახიძე.