რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის გავლით საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს - ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.
რუსული მედიის ცნობით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების შემდგომი განბლოკვის შესახებ მედიის კითხვაზე პასუხისას, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ „კავკასიაში ყველა გაწყვეტილი გზის განბლოკვაზე მუშაობა მიმდინარეობს“.
„მათ შორის, განიხილება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის აფხაზეთის ტერიტორიის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაც“, — განაცხადა ოვერჩუკმა.
