“არ მაინტერესებს ჩასაფრებულების და ცინიკოსების ქილიკი”- ლექსო თამაზაშვილი ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლისძმა, ალექ­სან­დრე თა­მა­ზაშ­ვი­ლი,“ფე­ის­ბუქ­ზე“ 2012 წელს იხ­სე­ნებს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად, დე­დოფ­ლის­წყა­როს სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის გახ­სნის დე­ტა­ლებ­ზე წერს.

“2012 წლის მარ­ტში დე­დოფ­ლის­წყა­როს სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის გახ­სნის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით. ირაკ­ლიმ და­მი­რე­კა და მი­თხრა: ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ გა­და­წყვი­ტა, და­ეს­წროს შტა­ბის გახ­სნა­სო. სამ­მა­გი მონ­დო­მე­ბით და­ვი­წყეთ მზა­დე­ბა. წინა დღეს და­ვუ­რე­კე ირაკ­ლის და ვუ­თხა­რი: მზად ვართ შტა­ბის გა­სახ­სნე­ლად-თქო და მოკ­რძა­ლე­ბით ვკი­თხე: ჩემ­თან, ოჯახ­ში, სა­დი­ლიც მზად­დე­ბა და ხომ არ გვეს­ტუმ­რე­ბა?

 

ირაკ­ლიმ მი­თხრა - არ ვიცი, მე ვერ შე­ვე­კი­თხე­ბი, და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ორ­დია და შე­იძ­ლე­ბა არ იყოს “სუფ­რის” დრო-ო .

ჩა­მობ­რძან­და. მშვი­დო­ბით ჩა­ი­ა­რა შტა­ბის გახ­სნამ და ირაკ­ლი მო­რი­დე­ბით ეკი­თხე­ბა ბა­ტონ ბი­ძი­ნას: ოჯახ­ში სუფ­რა გამ­ზა­დე­ბუ­ლია და თუ შეძ­ლებთ სტუმ­რო­ბას, ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­დე­ბაო…

აბა რა უნდა ვქნათ, მი­ვი­დე­თო, უპა­სუ­ხა ირაკ­ლის.

მი­ვუ­ჯე­ქით სუფ­რას, ღვი­ნო ჩა­მო­ვას­ხით. მე და ირაკ­ლი თვა­ლე­ბით ვა­ნიშ­ნებთ ერ­თმა­ნეთს „თა­მა­დო­ბის“ და­წყე­ბა­ზე, ორი­ვეს ძა­ლი­ან გვე­რი­დე­ბა. მიხ­ვდა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ჩვენს „გა­სა­ჭირს“ და თა­ვად გვი­თა­მა­და.

და­უ­ვი­წყა­რი დღე იყო ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის… მა­მა­ჩე­მი პა­ტიმ­რო­ბა­ში იყო, ჩვენ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი დევ­ნა­ში და შე­ვიწ­რო­ე­ბა­ში. ამ დროს ოჯახ­ში სტუმ­რო­ბა და იმე­დის მო­ცე­მა, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და, ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავ­და.

მთე­ლი ღამე ვფიქ­რობ­დი, და­მე­წე­რა თუ არა სტა­ტუ­სი. ჩვე­ნი ოჯა­ხის დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლი გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ვინ რას იფიქ­რებ­და და იტყო­და.

არ მა­ინ­ტე­რე­სებს ჩა­საფ­რე­ბუ­ლი და ცი­ნი­კო­სი ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი და ქი­ლი­კი. ყვე­ლა კარ­გად ვხე­დავთ და ვაკ­ვირ­დე­ბით, რო­გორ „გა­და­ი­რია“ მსოფ­ლიო, რა ხდე­ბა ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გარ­შე­მო. რას აღარ ეცად­ნენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის შიდა და გარე მტრე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლოც ჩა­ეთ­რი­ათ ამ ქა­ოს­ში.

ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც შე­უძ­ლია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

გი­ლო­ცავთ და­ბა­დე­ბის დღეს, ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა!

დღეს თქვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­მარ­ჯვე­ბას ნიშ­ნავს!

ღმერ­თმა გა­გაძ­ლი­ე­როთ!“ - წერს თა­მა­ზაშ­ვი­ლი.