არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 8 წელი გავიდა

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 8 წელი გავიდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო მოსამსახურეებმა მის ხსოვნას პატივი მიაგეს.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. სამხედროს ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.