ევროკავშირი საქართველოს ყველა მოქალაქეს საზღვარზე მკაცრ კონტროლს გაატარებს

ევროკავშირი საქართველოს ყველა მოქალაქეს საზღვარზე მკაცრ კონტროლს გაატარებს - ამის შესახებ დღეს ევროკომისიის მიერ გავრცელებული დოკუმენტით გახდა ცნობილი.

დღეიდან ათასობით პირი, ვისაც დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტი აქვს, ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ვეღარ შევა, მაგრამ იმისთვის რომ მათ, შავი და ლურჯი პასპორტების ნაცვლად, რიგითი მოქალაქის სტატუსით არ სცადონ შესვლა - ევროპის 27 ქვეყანაში შეზღუდვა წესდება.

"სახელმძღვანელო პრინციპები რეკომენდაციას უწევს ევროკავშირის გარე საზღვრებს გადაკვეთილი ყველა საქართველოს მოქალაქის გაძლიერებულ შემოწმებას: საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უნდა გამოიყენონ თავიანთი დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი ევროკავშირში ოფიციალური და დიპლომატიური მიზნებისთვის მოგზაურობისას. ამის შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს შესვლის აკრძალვის გაცემა.

წევრმა სახელმწიფოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე შემოწმდეს ეროვნულ და ევროპულ მონაცემთა ბაზებთან, როგორიცაა სავიზო საინფორმაციო სისტემა, შენგენის საინფორმაციო სისტემა და სხვა საჯარო მონაცემთა ბაზები. შესვლის/გასვლის სისტემა, რომელიც ევროკავშირში გასული წლის ოქტომბრიდან თანდათანობით ინერგება, უსაფრთხოების დამატებითი დონის შემოწმებას ითვალისწინებს", - წერია დოკუმენტში.