ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვა პატრიარქის სამძიმრით დაიწყო.
დაკავებულმა პოლიტიკოსმა სხდომაზე ასევე პროკურატურას მიმართა კითხვით, როდის დაუბრუნებენ მის ოჯახს იმ ტექნიკას, რომელიც 4 თვეა წაღებული აქვთ. ელისაშვილი ასევე დაინტერესდა, რა მოტივით აქვთ აკრძალული სატელეფონო ზარები იჯახსი წევრებთან. ელისაშვილმა თქვა, რომ არსებული შეზღუდვები დაუსაბუთებელია და მასზე ზეწოლას ემსახურება.
“პროკურორთან მაქვს ორი კითხვა - ჩემი ოჯახის ლეპტოპები და ტელეფონები გაქვთ წაღებულია 4 თვეა, გითხრეს პაროლები და ყველაფერი როდის დაუბრუნებთ?! 4 თვეა არ მაქვს ზარების და ოჯახთან შეხვედრის უფლება. ალბათ გგონიათ ტელევიზიებთან მინდა დარეკვა, არადა ოჯახს მინდა მოვესიყვარულო. მოწმეებზე ზეწოლას მოახდენო რომ მეუბნებით და ამის გამო მიკრძალავთ მეუღლესთან და შვილებთან შეხვედრას მილიონი კამერის თვალწინ - ეს ამიხსენით როგორ არის შესაძლებელი? უბრალოდ, გინდათ მაქსიმალურად მაწვალოთ, - თქვა მან სხდომაზე.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
