პარლამენტმა მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით განიხილა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილება და მხარი დაუჭირა.
ცვლილების თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
აგრეთვე, უცხოური გრანტის გამცემის მიერ გრანტის გაცემის წესი არ გავრცელდება როგორც „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ" კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისათვის, ასევე ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე. აღნიშნული წესი ასევე არ გავრცელდება საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე.
"გრანტების კანონში" ბოლო ცვლილება პარლამენტმა მიმდინარე წლის მარტში მიიღო, რომლითაც კიდევ უფრო გამკაცრდა "გრანტების შესახებ" კანონი და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა ხელისუფლების არაღიარება.
