ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციაა - სალომე სამადაშვილი

ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციით - ალბათ ყველას „მონანიება“ გაგვახსენა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი, ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს: 

„ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება, საბჭოთა რუსეთის საუკეთესო ტრადიციით. ალბათ ყველას „მონანიება“ გაგვახსენა სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამ. მონანიებაც და სასჯელის მოხდაც ამის შემოქმედებს რეალობაში მოუწევთ, თუმცა მხატვრული ფილმის ჟანრშიც უამრავი რამ იქნება სათქმელი ივანიშვილის რეჟიმის წლებზე საქართველოში, ამ რეჟიმთან ქართველი ხალხის ბრძოლაზეც“, 

შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.