პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის აზრით, მოსამართლე ნინო სახელაშვილს არანაირი გამბედაობა არ ეყოფა იმისთვის, რომ მზია ამაღლობელის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალოს და ამაღლობელი პატიმრობიდან გაათავისუფლოს.
მისი შეფასებით, მოსამართლე სახელაშვილი რუსული რეჟიმის დავალებას ასრულებს. შექმნილ ვითარებაში კი ერთადერთი იმედი საზოგადოებრივი წნეხია.
„საზოგადოების განწყობა ცხადად ამბობს ერთ მარტივ მოცემულობას - მზია ამაღლობელი არის სისტემის მსხვერპლი, სიმბოლო, რომელიც წინააღმდეგობას წევს და არანაირად არ დაჰყვება შეთავაზებებს, რომელიც რეპრესიული სისტემის მხრიდან კეთდება.
როდესაც იბრძვი, ბრძოლა არის ბოლომდე - მზია ბოლომდე ბრძოლის სიმბოლოდ იქცა!
სახელაშვილ-მურუსიძის სასამართლოს იმედი არც მზიას და არც სხვა არავის არა აქვს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მოსამართლე რუსული რეჟიმის დავალებას ასრულებს, ამ ვითარებაში ერთადერთი იმედი საზოგადოებრივი წნეხია - ირაკლი კუპრაძე
- Details
- By რუსა ხავთასი
- Hits: 525
No article in the selected categories