"ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც აღდგომის ორშაბათს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - ზურაბიშვილი

"ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც აღდგომის ორშაბათს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ. 

მქონდა პატივი, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში ჩავსულიყავი და შევთანხმებულიყავი [რომის პაპთან] ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე" 

- ამის შესახებ სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი წერს და რომის პაპის გარდაცვალებას ეხმიანება.