6 მაისს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციულად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით მრავალრიცხოვანი ქართული დელეგაციის ვიზიტი იყო დაგეგმილი. დელეგაციაში შედიოდნენ საქართველოს საპატრიარქოს, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) და სხვა სასულიერო პირები, სახალხო დამცველი, პარლამენტის დეპუტატები, ასევე კახეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ვიზიტის დროს დაგეგმილი იყო ქართული დელეგაციის შეხვედრები კახის, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადსა და სოფელ მოსულში, ბელაქნის რაიონის სოფელ ითითალაში მცხოვრებ ინგილო ქართველებთან და მათთვის აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებული საჩუქრების გადაცემა.
სამწუხაროდ, აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლების მხრიდან გამოვლენილი არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო ქართული დელეგაციის ვიზიტი გიორგობის დღესასწაულზე ვეღარ შედგება.
აღსანიშნავია, რომ ქართული დელეგაციის ვიზიტი მსგავსი დამოკიდებულების გამო გასული წლის 23 ნოემბერსაც ჩაიშალა.
ავტორი: სერგო კერესელიძე, საინგილოს მკვლევარი, ჟურნალისტი