მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის ₾15 მლნ გამოიყოფა - განკარგულება

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა 15 მლნ ლარამდე გაიზარდა.

მთავრობის 1 მაისის 730-ე განკარგულებით ცვლილება შევიდა 2025 წლის 21 მარტის 517-ე განკარგულებაში, რომლის მიხედვითაც 23 მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს განხორციელებისთვის ჯამში 13 879 936 ლარი იყო გამოყოფილი.

დოკუმენტის მიხედვით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან თანხები სიღნაღის, ყაზბეგის, ოზურგეთის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში შესასრულებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გადანაწილდება.

ცვლილების მიხედვით, თუ აქამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში „ტოღნოღაანების“ უბნის გზის რეაბილიტაციის თანხა 300 ათასი ლარით 701 298 ლარამდე გაიზარდა.

განკარგულებაში დამატებით გაიწერა ასევე ყაზბეგის, ოზურგეთის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შესასრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი.