ბიუროს სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის გაუქმების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტი დაინიცირდა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და მისი აპარატის ლიკვიდაციის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2025 წლის 1-ელი სექტემრიდან იქნება ლიკვიდირებული.

პროექტში ნათქვამია ისიც, რომ „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონიდან ყველა იმ ნორმის ამოღება იგეგმება, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს და მისი აპარატის სტრუქტურას, უფლებამოსილებებს და საქმიანობას განსაზღვრავს.

პარლამენტში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვაა დაგეგმილი.