"იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ, მადლობა თქვენ!" - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე, პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა:

„იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ, მადლობა თქვენ!

პასუხი ყველაფერზე არის ერთობა - ერთობა არის გამარჯვება, გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა - ყველა ერთად რომ დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი და ვერავინ მაშინ ვერ შეიტანს რამე უთანხმოებას, ეს ვიცით, ვგრძნობთ, მაგრამ ზოგჯერ ვერ ვუძლებთ“