საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, პარლამენტის რიგგარეშე სესია 1 ივლისიდან მოიწვია.
პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა.