პარლამენტმა გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყვიტა

პარლამენტმა პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ 12 წარმომადგენლისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. მიზეზი, დავით მათიკაშვილის თქმით, არასაპატიო მიზეზით სხდომების გაცდენებია. „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მუშაობას ბოიკოტს უცხადებს.
ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგით, „ოცნების“ პარლამენტში გახარიას პარტიიდან 12 წევრი მოხვდა, ესენი არიან: გიორგი გახარია, ნათია მეზვრიშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, კახა ქემოკლიძე, ზვიად ძიძიგური, ზაზა თავაძე, ანა ბუჩუკური, ბერდია სიჭინავა, როინ ქოჩორაშვილი, ბექა ლილუაშვილი, თეონა აქუბარდია და ლევან გოგიჩაიშვილი. მათ დღეს მანდატების შეწყდათ.