ცესკო-მ გიორგი გახარიას განცხადების საფუძველზე პარტიის რვა წევრის საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა და პარტიული სიიდან ჩახსნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გიორგი გახარიას განცხადების საფუძველზე პარტიის რვა წევრის საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა და პარტიული სიიდან ჩახსნა.

კერძოდ, ცესკომ გააუქმა „გახარია საქართველოსთვის“ მიერ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პარტიული სიით წარდგენილი პარლამენტის წევრობის შემდეგი კანდიტატების საარჩევნო რეგისტრაცია: ელგუჯა ხოკრიშვილის, კახა ნურალიძის, ვახტანგ ფაჩულიას, ერეკლე დუმბაძის, გოჩა ტყეშელაშვილის, კოკა კობალაძის, ნიკოლოზ ამირხანაშვილის, ოთარ შალიკიანის.

„გახარია საქართველოსთვის“ მიერ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულება გამოქვეყნდა.