პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში პრემიერ-მინისტრი მივიდა. ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობა.
საავადმყოფოში არიან ჯანდაცვის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და პაციენტი კონტაქტურია.
არსებული ინფორმაციით, კახეთში ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ტყვიამ ფილტვი დააზიანა.