„ქართული ოცნების“ პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე დღეს ჟურნალისტებს დაჰპირდა, პარტიის პრეს-სამსახურმა „ტვ პირველს“ გაუგზავნა დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მათ ეთერში გასული სიუჟეტები და თორნიკე რიჟვაძე კორუფციაშია დადანაშაულებული.
„მასალის მოცულობის გათვალისწინებით ველოდებით, რომ ტელეკომპანია „პირველი“ ჩამონათვალს მაინც გააშუქებს, თუ რამდენ სიუჟეტში დაადანაშაულა რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანია „პირველმა" რიჟვაძე კორუფციასთან კავშირში“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.