2024 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები საქართველოში - ისტორიული დღეების ქრონიკა

2024 წელი საქართველოსთვის განსაკუთრებულად დრამატული აღმოჩნდა. ქაოსური წელი, რომელიც ხალხისთვის უამრავ ნეგატიურ მოვლენასთან ასოცირდება, არ შეიძლება პოზიტიური მიღწევების გასხსენების გარეშე დავასრულოთ. მძიმე მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს მაინც ჰქონდა ის ბედნიერი დღეები, რომელმაც ყველა ადამიანი გაახარა, გააღიმა და ერთმანეთის სიხარულის თანამოზიარე გახადა. პოზიტიური ამბების ძირითადი ნაწილი გამორჩეული აღმოჩნდა სპორტული და კულტურული მიღწევების კუთხით. ამ სტატიაში, გავიხსენებთ იმ მოვლენებს, რომელმაც ჩვენი ქვეყანა მსოფლიო ასპარეზზე ასახელა და სახელი გაუთქვა. 


ბედნიერი დღეების ქრონიკა:

1. საქართველოს ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა
ევროპის ჩემპიონატის 64 წლიან ისტორიაში პირველად აჟღერებული საქართველოს ჰიმნი და ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი. 26 მარტს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა და მთელმა საქართველომ ისტორიულ გამარჯვება იზეიმეს. ნაკრებმა პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა. საქართველოსთვის ეს დღე დიდი დღესასწაული გახდა, თბილისის ქუჩებში გახარებული გულშემატკივრები ევროზე გასვლას ზეიმობდნენ. ეს ემოციები ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ბოლო თამაშის შემდეგაც არ ჩამქვრალა. ამის შემდეგ საქართველომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპიდან მერვედფინალში გასვლაც მოახერხა და 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა. იყო უამრავი ჯილდო და წარმატება, რომელიც ჩვენმა ნაკრებმა დამსახურებულად მოიპოვა. ეს ისტორიული დღეები თითოეული ადამიანის გულში დაუვიწყარ მოგონებად იქცა. ქართველ ერს ყოველთვის, ზუსტად იგივე განცდით ახსენდება ის ბედნიერი წუთები, როდესაც სტადიონზე ყველასთვის საყვარელი ფრაზა "მიდის სანახავად" ისმოდა. ეს იყო ისტორიული დღეები, როდესაც მთელი საქართველო გაერთიანდა.

2. GFF Awards – გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელია
 საქართველოს 2024 წლის კაცი ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილია. ნომინაციის გამარჯვებული საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებულ საღამო GFF Awards-ზე სასტუმრო „პულმანში“ დაასახელეს.
GFF Awards 2024
2024 წლის საუკეთესო კაცი ფეხბურთელი:
გამარჯვებული – გიორგი მამარდაშვილი.


3. გოლების გატანაზე შეყვარებული გიორგი მიქაუტაძე ბომბარდირი და "ოქროს ბუცის" გამარჯვებული გახდა
გიორგი მიქაუტაძე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი და „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში კი ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ფურცელი ჩაწერა.
როგორც ცნობილია, UEFA-მ რეგლამენტში შეიტანა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ევროპის ჩემპიონატზე „ოქროს ბუცს“ თანაბარი გოლების მქონე ყველა საუკეთესო ბომბარდირი მიიღებს.


4. საქართველო ოლიმპიადაზე და დამსახურებული მედლები 
საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მედლების საერთო ჩათვლაში პარიზის 2024 წლის ზაფხულის თამაშები 24-ე ადგილზე დაასრულა.
პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული გამოდგა. საქართველომ სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ძიუდო – ლაშა ბექაური (ოქრო), ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე (ვერცხლი)
ძალოსნობა – ლაშა ტალახაძე (ოქრო)
თავისუფალი ჭიდაობა – გენო პეტრიაშვილი (ოქრო), გივი მაჭარაშვილი (ვერცხლი)~
კრივი – ლაშა გურული (ბრინჯაო)
საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის პარიზი 2024-მდე ყველაზე წარმატებული პეკინი 2008 იყო, სადაც სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოვიპოვეთ.
პარიზის ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგი კი შეერთებულმა შტატებმა აჩვენა – ამერიკელი სპორტსმენების ყულაბაში 40 ოქრო, 44 ვერცხლი და 42 ბრინჯაოა.


5. UFC-ს ორი ქართველი ჩემპიონი ჰყავს
2024 წელი MMA-ის ისტორიაში ქართველი მოასპარეზების და გულშემატკივრებისთვის საუკეთესო წელი აღმოჩნდა. (UFC) ორი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი ჰყავს. ილია თოფურიამ სატიტულო ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ბრწყინვალე სტილში, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ექვს თვეში კი ქამარი მერაბ დვალიშვილმა მოირგო, მან ლას-ვეგასში გამართულ ორთაბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა.


6. ქართველმა პარამკლავჭიდელებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 96 მედალი მოიპოვეს
მოლდოვაში 15-25 აგვისტოს მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა. ეს 45-ე ჩემპიონატია მკლავჭიდში, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სპორტსმენებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 26-ედ მიიღეს მონაწილეობა.
საქართველო ჩემპიონატიდან 143 მედლით დაბრუნდა. აქედან 96 მედალი პარამკლავჭიდელების ანგარიშზეა — ოცდათექვსმეტი ოქროს, ოცდათორმეტი ვერცხლისა და ოცდარვა ბრინჯაოს მედალი. პარამკლავჭიდის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში, 61 მონაწილე ქვეყანას შორის, პირველი ადგილი მოიპოვა.


7. კულტურის მთავარი მოვლენა: საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე
2024 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული საქართველო გახდა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა 11 წლის ანდრია ფუტკარაძემ ჟიურისა და ტელემაყურებლისგან ჯამში 239 ქულა მიიღო და საქართველოს რეკორდული მეოთხე გამარჯვება მოუტანა.
ანდრიამ საბავშვო ევროვიზიის ფინალში გიგა კუხიანიძისა და მაკა დავითაიას სიმღერა To My Mom შეასრულა.


8. „შაშვი შაშვი მაყვალი“ შვეიცარიის კინოპრემიის გამარჯვებულია
ციურიხში გამართულ Swiss Film Awards-ზე ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის კინოსურათმა „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ საუკეთესო შვეიცარიული მხატვრული ფილმის კატეგორიაში გაიმარჯვა. ფილმმა ასევე მოიპოვა ჯილდოები საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მონტაჟისთვის. ფილმმა აქამდე არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მაგალითად, ბათუმის კინოფესტივალზე მან ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა, ეკატერინე ჩავლეიშვილი კი საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. შაშვი, შაშვი, მაყვალმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა — ის მიშკოლცის საერთაშორისო კინოფესტივალზე 3 პრიზის მფლობელი გახდა. ჟიურიმ ფილმს შესანიშნავი რეჟისორული და კინემატოგრაფიული ნამუშევარი უწოდა და მსახიობ ეკატერინე ჩავლეიშვილის დასამახსოვრებელ შესრულებასაც გაუსვა ხაზი.


9. ჟიურის სპეციალური პრიზი დეა კულუმბეგაშვილის "აპრილს" გადაეცა
სექტემბერში, ვენეციაში 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიოზიორები დაასახელეს.
გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომელსაც ფრანგი მსახიობი იზაბელ იუპერი ხელმძღვანელობდა.
ვენეციის 81-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი ქართველი რეჟისორის დეა კულუმბეგაშვილი ფილმს "აპრილი" გადაეცა.
ფილმში მონაწილეობენ ქართველი მსახიობები ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე.


10. დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარი“ მოიგო
ქართველმა მსახიობმა, დათა ჩაჩუამ „აზიური ოსკარის“ ჯილდო მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო ახალი შემსრულებელი ფილმისთვის Panopticon. 

ავტორი: ანი სარდლიშვილი