ავარია მარტვილში - დაშავებულია ოთხი ახალგაზრდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტალერის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 პირი დაშავდა.

ჯიპის მარკის ავტომობილი, რომელშიც არსებული ინფორმაციით,  17-18 წლის ახალგაზრდები ისხდნენ, საავტომობილო გზაზე მოცურდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

დაშავებული ახალგაზრდები ადგილობრივები არიან, ისინი სასწრაფო დახმარების სამსახურმა ქუთაისში გადაიყვანა, მათგან ერთს მდგომარეობა შედარებით მძიმეა.