სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ანრი ოხანაშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა.
უწმინდესმა ანრი ოხანაშვილი და მისი ოჯახი დალოცა, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.