ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს:
"ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე, სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.
სტიქიის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.
გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის უმოკლეს ვადაში მოხდება." აცხადებს მერია.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეწყერში ერთი ავტომობილი მოყვა, რომელშიც ორი მგზავრი იყო, თუმცა მათ ავტომობილიდან გამოსვლა მოახერხეს და უვნებლად გადარჩნენ.