"მწვანე ბარათი 2026"-ის შედეგების გადამოწმება უკვე შესაძლებელია.
საქართველოში აშშ-ის საელჩო facebook-ის გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც დაინტერესებული პირებისთვის ინსტრუქციაა მოცემული.
"კერძოდ, იმის გადასამოწმებლად, შეირჩა თუ არა თქვენი კანდიდატურა, თქვენი დასტურის ნომერი უნდა შეიყვანოთ ამ ვებგვერდზე . თუ ამ ვებგვერდზე ნახავთ, რომ 2026 წლის პროგრამაში შეგარჩიეს, მიჰყევით იქ არსებულ ინსტრუქციას და შეავსეთ DS-260 ონლაინ აპლიკაცია.
"დაიმახსოვრეთ, შერჩევა არ იძლევა ინტერვიუსა ან ვიზის გარანტიას.
შეგახსენებთ: სავიზო თაღლითობას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ტყუილმა ან ყალბი დოკუმენტების წარდგენამ, შესაძლოა, გამოიწვიოს აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად ვიზის უვადო აკრძალვა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში ვერასდროს შეძლებთ იმიგრირებას", - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.