დღეს, „რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება

დღეს, სააპელაციო სასამართლოში "რძის სკანდალთან" დაკავშირებით დასკვნითი სხდომა გაიმართება. მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავს საქმეს - „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს ჩანიშნულ სხდომაზე მტკიცებულებებს გამოიკვლევსდა საქმეზე განხილვას დაასრულებს. სხდომაზე, შესაძლებელია, გამოცხადდესგადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ან მომდევნო სხდომამდე გადაიდოს. უშუალოდდასაბუთებული გადაწყვეტილება კი მხარეებს მოგვიანებით გადაეცემათ.

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა (ზოგიერთი მათგანი თავად დაკლეს და ბაზარზე რეალიზაცია მოახდინეს), რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა“ თავადაც იყენებს.

კომპანია „ჩირინაში“ კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებენ, რომ კომპანიას არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა არ დაურღვევია. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს ეყრდნობოდა.

კომპანია „ჩირინა“ იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო ობიექტურ შეფასებას გააკეთებს, რაც საქმის სამართლიანად გადაწყვეტას უზრუნველყოფს.

ჩირინასაქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია, რომელსაცბოლო 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში 200 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია აქვსგანხორციელებული და ათასამდე ადამიანს ასაქმებს. ხარისხიანი ქართული პროდუქტისწარმოებასათან ერთად კომპანიას ქვეყანაში ინოვაციური მიდგომები და ცოდნა შემოაქვს. 5 მილიონამდე ლარით დაჯარიმება კი სერიოზული ფინანსური დარტყმა იქნებაჩირინასთვისრამაც, შესაძლოა, კომპანიის გაკოტრება გამოიწვიოს - აღნიშნული უარყოფითად აისახებაარამხოლოდ დასაქმებულებზე, არამედ, ზოგადად, სექტორის განვითარებაზე.

 

გაცნობებთ, რომ დღეს, სააპელაციო სასამართლოსთან, სხდომის დაწყებამდე (15:30 სთ), მედიასთან კომენტარს გააკეთებენჩირინასდამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე და ადვოკატიგიორგი გეწაძე.